საქართველოში კერძო საბავშვო ბაღების მენეჯერების ქსელი იქმნება
საქართვეელოში კერძო საბავშო ბაღების მენეჯერების ქსელი შეიქმნება, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო თანამშრომლობაზე ექნება წვდომა და იზრუნებს კერძო ბაღების ხარისხის გაძლიერებაზე. სიახლე სფეროში დაგეგმილ რეგულაციებს უკავშირდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი ავრცელებს. ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში პირველად, რომ კერძო საბავშო ბაღების ფორუმი ჩატარდება. ღონისძიება 2 აპრილსაა დაგეგმილი.
„ფორუმის მიზანია კერძო საბავშვო ბაღებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, წარმატებული პრაქტიკების გაზიარება და ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაწყებულია კერძო და საჯარო ბაღების ავტორიზების პროცედურები. ფორუმზე ბაღის ავტორიზებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას წრმოადგენს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სამასხური. აგრეთვე გაიმართება პანელური დისკუსია: კერძო საბავშო ბაღების მხარდაჭერის მექანიზმები,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ შეიქმნება კერძო საბავშო ბაღების მენეჯერების ქსელი.
„საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ ადრეულ წლებში ხარისხიანი ზრუნვა და განათლება განაპირობებს მაღალ აკადემიურ მიღწევებს სკოლაში, უნივერისტეტში და ზრდის ადამიანების ჩართულობას საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობაში. ფორუმში მონაწილეობს კერძო ბაღების დამფუძნებელი და მენეჯერი 50 ქალი ბათუმიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, თბილისიდან და გორიდან, რომელთა ყოველდღიური ბიზნეს-საქმიანობა მნიშვნლოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ადრეულ და სკოლამდელ განათლებას. ღონისძეიბას მხარს უჭერენ კომპანიები და ასევე სტარტაპები, რომლებიც საქართველოში ქმნიან ეკო-მეგობრულ სათამაშოებსა და საბავშო ავეჯს,“ - ნათქვამია საკონსულტაცია ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ: საქართველოში ბაღების რეგისტრაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდში დარეგისტრირების საშუალება ინდმეწარმეებს ექნებათ. იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონმა პირველადი რეგისტრაციის გავლის ვალდებულება განსაზღვრა. ამ მიზნით 2022 წელს შეიქმნა დაწესებულებების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა.
რეგისტრაცია იმ რეფორმის პირველი ეტაპია, რომლის მიზანიც ბაღებისთვის საერთო სტანდარტის შექმნა და კერძო ბაღების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადასვლაა. იმისთვის, რომ საქმიანობის გაგრძელების ან დაწყების უფლება მიიღონ, მათ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. მაგალითად, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელიც კორპუსის ბინაშია გახსნილი და საკუთარი ეზო არ აქვს. შემუშავებულია 4 სტანდარტი - კვების, ინფრასტრუქტურის, სააღმზრდელო პროგრამის, ოჯახის და თემის ჩართულობის ნაწილი.
განსაზღვრულია ისეთი სავალდებულო მოთხოვნები, როგორიცაა გარე იზოლირებული სივრცე, კვების განსაზღვრული კალორაჟი, ჯგუფში ბავშვთა განსაზღვრული რაოდნეობა და ა.შ.
პირველ ეტაპზე ბაღები თვითშეფასებას მოახდენენ ავტორიზაციის მინიჭების პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება. მანამდე ბაღები ფუნქციონირებას უპრობლემოდ გააგრძელბენ.
ავტორიზაციის პროცესი 2030 წლისთვის დასრულდება.