საზოგადოება
01/07/2020

როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტრო გოცირიძე

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება. პროექტის ბიუჯეტი 1,01 მლნ დოლარია.

კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები მალე დაიწყება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც სადგურის ვესტიბიულს და ბაქანს, რომელიც სრულად გადაიხურება, სადგური შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები. ამასთან, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოტახები და განახლდება გახმოვანების სისტემაც. სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა.

Businesspartner