საზოგადოება
24/06/2020
რეკრუტები 500 ლარის ანაზღაურებას მიიღებენ
პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ.
გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, სამთვიანი კურსის გავლა აქამდე ანაზღაურებადი არ იყო. ამასთან, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებს, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდათ.
319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.