საზოგადოება
25/06/2021

პრემიერი: ივლის-აგვისტოში ჯამში 3 მლნ Covid ვაქცინას მივიღებთ

ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე საქართველო შეძლებს, რომ მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული.

„კომპანია Pfizer-თან covax პლატფომისგან დამოუკიდებლად გვქონდა კომუნიკაცია და მივაღწიეთ იმას, რომ 1 მლნ დოზა Pfizer–ის ვაქცინის მიღებაზე კონტრაქტი გავაფორმეთ. ასევე, მივიღებთ sinovac-ის ვაქცინის 1 მლნ დოზას და ჯამში Sinopharm-ის 1 მლნ დოზას. ეს მოხდება ივლის-აგვისტოში.

ამის გარდა, covax პლატფორმიდან 2021–ის მეოთხე კვარტალისთვის დამატებით 0.7 მლნ დოზა sinovac–ის ვაქცინას ველოდებით. ჯამში, 4 მლნ დოზა ვაქცინა გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე იქნას აცრილი.“– აღნიშნავს, პრემიერ მინისტრი.  

პრემიერი, პარლამენტის წევრების კითხვას თუ როგორ აპირებს ვაქცინაციის პროცესის წარმართვას პასუხობს, რომ ამჟამად შექმნილია 350 ბრიგადა, რომელიც ვაქცინაციას ატარებს.

„ყველა მსხვილი, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად სრული კოორდინაციით სახელმწიფოსთან ერთად, ივლისიდან ინტენსიურ ვაქცინაციას დავიწყებთ. დღეში ჩვენ უნდა გავიდეთ 30 000 აცრაზე, რაც სრულიად მიღწევადია. სავარაუდოდ, თვეში 0.5 მლნ აცრის გაკეთებას შევძლებთ.“– ამბობს ღარიბაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023