PCR ტესტირების რაოდენობა ივლისიდან 4000-ს მიაღწევს
აგვისტოში დღეში COVID-19-ის 4 000 ნიმუშის ტესტრება მოხდება.
ლუგარის ცენტრმა COVID-19-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო. ტესტირების გაფართოებასთან ერთად დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გაყრელიძისა და დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდენა და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პრემიერს განუცხადეს, შემოდგომისთვის დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.