საზოგადოება
31/01/2023

"პაციენტების მხრიდან თანაგადახდების მოცულობა 25%-დან 11%-მდე შემცირდა"

დიარჯის“ სისტემის ამოქმედების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტების მხრიდან თანაგადახდების მოცულობა განახევრებულია. კერძოდ, აქამდე არსებული სტატისტიკით, პაციენტების თანახადახდა 23-25%-ის ფარგლებში იყო, ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით კი, როცა „დიარჯის“ ორთვიანი სატესტო რეჟიმი მოქმედებდა, ამ მაჩვენებელმა 11% შეადგინა.

ამის შესახებ ტელეკომპანია “პოსტივის” გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის სატესტო პერიოდის პირველი ორი თვის დაკვირვების შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს, თუმცა ისინი ჯერ დეტალურად გაანალიზებული არაა.

„გვსურდა, ეს 2 თვე გამოგვეყენებინა, რათა კლინიკებს სცოდნოდათ, რა მოეთხოვებოდათ „დიარჯის“ პრინციპებთან მიმართებაში. ყველაზე ხშირად რა დარღვევებიც ფიქსირდებოდა ამ პერიოდში, იყო პაციენტისგან დამატებითი თანაგადახდის მოთხოვნა, რაც აკრძალულია. არ შეიძლება კლინიკამ, რომელიც საყოველთაო პროგრამაშია ჩართული, პაციენტს თანაგადახდა მოსთხოვოს. თუ პაციენტი მოითხოვს დამატებით პრემიუმ-სერვისს, შესაძლებელია ის გაეთიშოს ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვას და ამ შემთხვევაში პაციენტი სრულად დაიფინანსებს თავის მკურნალობას, თუმცა შემდეგ აგრძელებს საყოველთაო პროგრამით სარგებლობას. მეორე შემთხვევა ყველაზე ხშირად დაფიქსირებული დარღვევებიდან ისაა, რომ პაციენტი ზოგიერთ კლინიკას მიზანმიმართულად შეჰყავდა შეცდომაში და ეუბნებოდნენ, რომ საყოველთაოს მიერ გაწეული სერვისი იყო არახარისხიანი. ამ შემთხვევაში ექიმს და კლინიკას შეიძლება პაციენტზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს. როდესაც ექიმი გეუბნება, რომ საყოველთაოთი დაფინანსებული სერვისი არ არის ხარისხიანი, ამიტომ გაეთიშე და შენ გადაიხადე – როცა ეს ჯანმრთელობის საკითხს ეხება, პაციენტებზე ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უმკაცრესი რეაგირება იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან. იანვრის თვეში იყო რამდენიმე რეაგირება, უკვე არის რამდენიმე საკითხი დაფიქსირებული და მინდა მოვუწოდო პაციენტებს, ასეთი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, ჩვენ გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება. წინა თვეებში, როცა თანაგადახდის საკითხები დგებოდა – დამატებით თანხებს სთხოვდნენ ან სერვისზე ეუბნებოდნენ, რომ უხარისხოა – ჩვენ უბრალოდ, კლინიკას ვაყენებდით საქმის კურსში, რომ ეს დარღვევაა. თუ თანხა გადახდილი იყო, ვაბრუნებინებდით, მაგრამ სანქციას არ ვატარებდით.  იანვრის თვიდან სანქციები უკვე სრულად ამოქმედდება,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დიაგნოზზე მიბმული დაფინანსების სისტენა – „დიარჯი“ გასული წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა და მან ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იფუნქციონირა.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023