საზოგადოება
13/06/2022

მომხმარებლების საჩივარი ძირითადად "სილქნეტს" და "მაგთიკომს" ეხება - ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მიმართვიანობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 

როგორც კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, თუ 2014 წელს სამსახურში შედიოდა 190 განცხადება-საჩივარი, 2019 წელს შევიდა 190, 2020 წელს 822, ხოლო 2021 წელს 971 საჩივარი-განცხადება. 

მისი თქმით, გაზრდილია დაკმაყოფილებული მოხმარებელთა რაოდენობაც. 

კომუნიკაციების ომბუდსმენის ინფორმაციით, ლიდერობს ინტერნეტმომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრები. 

2021 წლის ანგარიშის თანახმად, საჩივრები უმეტეს შემთხვევაში ეხება "სილქნეტს" და "მაგთიკომს". 

2021 წელს "სილქნეტზე" შესულია 423 საჩივარი-განცხადება, "მაგთიკომზე" 227, "სქაიტელზე" 85, "ახალ ქსელებზე" 55, "ვიონი საქართველოზე" 46 განცხადება-საჩივარი. 

გვანცა ჩხეიძის განცხადებით, საჩივრები ეხება ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანების და მომსახურების შეზღუდვა-შეწყვეტას; უხარუსხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას; მომსახურების პირველადი ჩართვის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას; სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილებას, მომხმარებლის არასათანადო ინფორმირებას. 

 

Businesspartner