საზოგადოება
27/01/2023

მოკვლისას ცხოველის ტანჯვისა და სტრესისგან დაცვის მიზნით ახალი წესი დამტკიცდა

ცხოველის მოკვლის დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ცხოველის ყოველგვარი ტკივილი, სტრესი ან ტანჯვა.

ამისთვის კი ბიზნესოპერატორმა აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს, რათა დარწმუნდეს, რომ ცხოველი არ ავლენს ტკივილის ან შიშის ნიშნებს ან არანორმალურ ქცევას, არ იტანჯება საკვებისა და წყლის ხანგრძლივი მიუწვდომლობის გამო, ცხოველებს არ აქვთ სხვა ცხოველებთან კონტაქტი, რაც შესაძლოა მათი კეთილდღეობისათვის ზიანის მომტანი იყოს.

ამის შესახებ  „მოკვლისას ცხოველთა დაცვის წესშია“ ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდა.

ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველების მოკვლა ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს,  ნადირობის ან რეკრეაციული თევზაობის დროს, პირადი მოხმარებისათვის, მფლობელის მიერ სასაკლაოს გარეთ მოკლულ ფრინველზე, ბოცვერსა და კურდღელზე. ამ წესის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

დოკუმენტის თანახმად,  მოკვლისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის გამოყენებული სათავსი უნდა იყოს დაგეგმარებული, აშენებული, მოვლილი და ფუნქციონირებდეს ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში სათავსში დაგეგმილი საქმიანობის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ზემოთ დასახელებული მოთხოვნების შესრულება.

ცალკეა გამოყოფილი მუხლი გაბრუების მეთოდების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცხოველთა მოკვლა დასაშვებია მხოლოდ გაბრუების შემდეგ. გაბრუების მეთოდებში შედის თავში მყარი და ზუსტი დარტყმის განხორციელება,

ელექტროგაბრუება, კისრის ღრძობა/ დისლოკაცია (ცერებრალური იშემიის პროვოცირების მიზნით, კისრის ხელით ან მექანიკური გაჭიმვა და შემობრუნება.), წყლის ელექტროაბაზანა, გაბრუება გაზის ნარევით, მომაკვდინებელი ინექცია.

დოკუმენტის თანახმად, გონებისა და მგრძნობელობის დაკარგვა ცხოველის სიკვდილის დადგომამდე უნდა შენარჩუნდეს. ხოლო თუ შესაბამისი მეთოდები არ გამოიწვევს მყისიერ სიკვდილს, აუცილებელია, რაც შეიძლება, სწრაფად განხორციელდეს სიკვდილის გამომწვევი პროცედურები, როგორიცაა: სისხლგართმევა, ჩხვლეტა, ელექტროშოკი ან გახანგრძლივებული ანოქსია. ცხოველის მოკვლა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი დონის კომპეტენცია და შეუძლიათ ცხოველთათვის ნებისმიერი სახის ტკივილის, სტრესისა და ტანჯვის მიყენების გარეშე აღნიშნულის განხორციელება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023