ფოტო: marketer-ის პოდკასტი
საზოგადოება
16/07/2021

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიულ აგრარული სკოლა სტუდენტების მიღებას იწყებს

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელის მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად დაფუძნებული შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასია სტუდენტთა მიღებას იწყებს.
 
შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარეობს, სტუდენტთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
 
ქართულ-შვეიცარიული სტანდარტებით აშენებული კოლეჯი მსურველებს სთავაზობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს: ფერმერი; რძის პროდუქტების წარმოება.
 
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული განათლება თანამედროვე სასწავლოსა და საცხოვრებელი გარემოში მიიღონ. ამავდროულად სასწავლებელი მათ შესაძლებლობას აძლევს გამოცდილება შეიძინონ შვეიცარიული სტანდარტის პრაქტიკის საწამოებში, სადაც მეცადინეობებს შვეიცარიელი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ.
 
სწავლის საფასური წელიწადში 4000 ლარია და მოიცავს საერთო საცხოვრებლის, სამჯერად კვების, სასწავლო მასალების საფასურს, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ფერმერის“ არჩევის შემთხვევაში, შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დამატებით სასერტიფიკატო კურსებს: აგრომექანიზაციაში; რძის გადამუშავებასა და ბიომეურნეობაში.
 
როგორც შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში აცხადებენ, მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, განიხილება სწავლის გადასახადზე შეღავათი. რეგისტრაციის 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
 
შეგახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით კოლეჯი და საცხოვრებელი კამპუსი აშენდა. პროექტის პარტნიორია შეირჩა შვეიცარიის წარმატებული აგრარული სკოლა "პლანტაჰოფია", სწორედ ის უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ფერმა და ყველის ქარხანა.