საზოგადოება
23/06/2021

მაია ბითაძე: დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

დეპუტატის მაია ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც მშენებლებისთვის მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან.

“დეველოპერები წინასწარ რომ ყიდდნენ და ადამიანები იმ შენობებში რომ შედიოდნენ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ეს ტენდენცია დასრულდება.

მაგალითად, ყიფშიძეზე ერთ-ერთი შენობის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა. რა თქმა უნდა ის გაყიდულია და ადამიანები ცხოვრობენ. შენობა განაშენიანების გეგმის არეალს არის გაცდენილი.ამ შენობას ვერ დავანგრევთ, მაგრამ თუ შენობაში არავინ იქნება შესული, დეველოპერი იძულებული იქნება, შეცდომა გამოასწოროს. პირველ მითითებაზე თუ ვერ გამოასწორებს ან არ გამოასწორებს, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვა გამოსავალი არ არის.  მიუხედავად იმისა, რომ 10 000 და 20 000 ლარით ვაჯარიმებდით, დარღვევები მაინც იყო მათი მხრიდან. დეველოპერისგან არავინ აღარ იყიდის ისეთ ობიექტს, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული. წინასარ, ჰაერზე გაყიდვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. ეს სამშენებლო ბიზნესისთვის ტვირთია, მაგრამ უკვე ვიაზრებთ იმას, რომ 21-ე საუკუნეა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე.  

მისი ინფორმაციით, თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი დაახლოებით 12 600 ობიექტია. აქედან 6 000-ს საცხოვრებელი ფუნქცია აქვს, 6 000-ს კომერციული ფუნქცია.

“ზოგიერთი დარღვევა ცნობილია, ზოგიერთი კი, არა. თუმცა, დარღვევების გარკვევა ამ კანონპროექტის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში მათ საშუალება ექნებათ, გამოასწორონ უფრო მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დასრულებული სახე მისცენ საცხოვრებელ კორპუსს“, - აცხადებს მაია ბითაძე.

პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს. 

კანონპროექტით, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის.

მშენებლებთან მიმართებაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. კერძოდ, თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023