საზოგადოება
18/10/2021

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინოვაციების კურსის ფინალს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ინოვაციების კურსის ფინალს უმასპინძლა, სადაც კურსის მონაწილეებმა ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტები წარადგინეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით.

2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ GITA - ს სტარტაპის  ნიკოლოზ გოგოჭურის ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო კურსი ინოვაციების მიმართულებით, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე; მოხდეს KIU-ს ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში; KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა. კურსში ჯამში 30-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.