საზოგადოება
23/06/2021

კალაძე: ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, 2 მლნ–ზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

„1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა. ის ფართები რომელიც ამ ადამიანებს გადაეცათ, ჯამში, თანხობრივად 225 მილიონ ლარზე მეტია.  ასევე, 2018-2021 წლებში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტისთვის. ქალაქში იდენტიფიცირებულია 179 დაუმთავრებელი  მშენებლობა. ესენი არიან ძირითადად „ცენტრ პოინტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ და „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები. „სვეტსა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ხოლო „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით არ მინდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოვაცხადო, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც სრულად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018-2021 წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი. ჯამში, ბოლო წლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. აქ იგულისხმება სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა, სწავლის დაფინანსება, სატრანსპორტო შეღავათები და ა.შ.

„მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ შესაბამისი ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სისუფთავეა, როგორი დიზაინი და თანამედროვეობაა შეტანილი ახალ ბაღებში. ასევე, არსებობდა ავარიული ბაღები, რომლებიც გავამაგრეთ, ხოლო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, ახალი ბაღები აშენდება. მინდა იცოდეს თბილისის მოსახლეობამ, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით იმ ოჯახებს, ვისაც უჭირს და ჩვენი, სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023