საზოგადოება
12/01/2023

ირაკლი ლექვინაძე: მოსალოდნელია საწვავის ფასის შემცირება

2022 წლის მარტიდან დღემდე საქართველოში საწვავის ფასი 1 ლარზე მეტით არის შემცირებული. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ეს ამის საფუძველი საერთაშორისო ფასების შემცირება და ეროვნული კურსის გამყარების ტენდენციაა. თუმცა, სააგენტოში მიიჩნევენ, რომ დღესაც შესაძლებელია საწვავის ფასის კორექტირება შემცირების კუთხით.

"2022 წლის მარტიდან დღემდე დაახლოებით 1 ლარზე მეტად არის შემცირებული საწვავზე ფასი, ვგულისხმობ ყველა ტიპის საწვავს, დაწყებული ბენზინ რეგულარით, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საწვავია, დიზელის ჩათვლით. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია საერთაშორისო ფასები, რომელიც დღეს მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეროვნული კურსის გამყარების მყარი ტენდენცია. თუმცა, ვთვლით, რომ დღესაც  შესაძლებელია და მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით", - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ. 

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოს 5 მსხვილ კომპანიაზე მოკვლევა აქვს დაწყებული, ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით, საბოლოო ან შუალედური შედეგი თებერვალში იქნება ცნობილი.

"კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის აგვისტოში დაიწყო მოკვლევა, 5 მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას, ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგან ჩვენ მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ ერთის მხრივ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ და დროში ოპტიმალურ პერიოდში არ ხდებოდა საცალო ბაზარზე, და მეორეს მხრივ ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 0.75-დან - 1 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა საწვავის, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი 5 მსხვილი კომპანიის არაკეთილსინდისიერ ქცევას, ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თებერვალში საბოლოო ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს. ერთია, რა იქნება შედეგი აღნიშნული მოკვლევის და მეორეა, ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციებს თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღნიშნულ ბაზარზე მომხმარებლების კითხვებს პასუხი გაეცეს, ბაზარი იყოს უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023