საზოგადოება
01/04/2023

ინტეგრირებულ პროგრამებზე ინტერესი 20%-მდე არის გაზრდილი

პროფესიული განათლების ინტეგრირებულ პროგრამებზე ინტერესი წინა წლებთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ს პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების მიმართულების მენეჯერმა, მარი რუაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინტეგრირებულ პროგრამა გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ფარგლებში პროფესიული პროგრამის შეთავაზებასთან ერთად გაერთიანებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლების კომპონენტი, რაც ნიშნავს,  რომ სტუდენტს ექნება საშუალება   ახალ პროფესიას დაეუფლოს და მიიღოს ახალი პროფესიის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან იქნება გათანაბრებული.

ამის საფუძველზე კურსდამთავრებულის სურვილიდან გამომდინარე სწავლას განათლების სხვა საფეხურებზე(უნივერსიტეტში) განაგრძობს.

„განათლების სისტემის ყველა რგოლის ძალისხმევით 80-ზე მეტი ავტორიზებული პროფესიული პროგრამა არსებობს, რომელსაც ახორციელებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლის სასწავლო პერიოდი 3 წელი გრძელდება. „ -აღნიშნავს რუაძე.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინოვაციური სწავლების მიმართულების მენეჯერის განმარტებით, პროგრამაზე დაშვების წინა პირობა არის საბაზო განათლების ანუ ე.წ. 9 კლასის ატესტატის დოკუმენტის ფლობა. შედეგად,სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ სრული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოცდებს ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ცხადდება და  გაზაფხულის მიწურულს დაიწყება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022