გრიპის ვაქცინით აცრები იწყება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წელს ქვეყანას გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა აქვს ნაყიდი, აქედან 43 ათასი უკვე შემოსულია ქვეყნაში და დარიგებულია ქსელში.
ამ კვირაში იწყება 3 რისკ ჯგუფის აცრები, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალეზზე მყოფი პაციენტები.
„20-25 ოქტომბრისთბის ველოდებით დანარჩენ 160 ათას დოზას, რომელიც განაწილდება დანარჩენ რისკ ჯგუფებზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უფასოა, პარალელურად დიდი იმედი გვაქვს კერძო სექტორიც შემოიტანს ვაქცინის დოზებს, რომ უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ.
შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა ასე ვთქვათ “დაჩაგრა” გრიპი. წელს როგორც პროგნოზირებენ გრიპი უფრო რთულად იქნება.“–განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან ასეთი მზარდია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, მიმდინარეობს კვლევები ახალი შტამის არსებობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით ყველა დელტაა.