საზოგადოება
15/06/2020

გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანა დღეში 10 000 PCR ტესტის გაკეთებაა

იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა თამამად გაიხსნას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცილებელ პირობად ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენასა და მკურნალობას ასახელებს.

გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს ამოცანა, საქართველოში მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელის და სისტემის შექმნაა.

„თუ მაგალითად ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში აკეთებდა 100-150 PCR ტესტს, დღეს შეუძლია გააკეთოს 4500 PCR ტესტი. ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე საქართველოში შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება 1 დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სახელმწიგო უახლოეს პერიოდში ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად სერიოზულ ინვესტიციებს გააკეთებს.