საზოგადოება
25/06/2021

ღარიბაშვილი: საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად გახდეს ნატოს წევრი

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრესი მიზანი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წელს ოფიციალურად გააკეთებს.

“ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. ასევე მაღალ დონეზეა ამერკის შეერთებულ შტატებთან უერთიერთობა, რომელიც ჩვენი ყვექნის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

 საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად გახდეს ნატოს წევრი. ავღანეთში ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ნატოს მისიებში, მსოფლიოს აჩვენეს თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, მინდა მადლობა გადავუხადო გმირ სამხედროებს, რომლებიც დაკისრებულ მისიას ასრულებენ და სამშობლოში ბრუნდებიან” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023