საზოგადოება
08/12/2022

"ჩვენი ინფორმაციით, მიკროავტობუსების და ავტობუსების მხოლოდ 15% გადის ტექინსპექტირებას"

2023 წლიდან ქვეყანაში ავტოსადგურების ფუნქციონირება დარეგულირდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება და მისი მიღება სწორედ მომავალი წლიდან იგეგმება.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ავტოსადგურების რეგულირებით ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის სფერო გაჯანსაღდება, გაუმჯობესდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი და დაიხვეწება უსაფრთოების სტანდარტები. ამასთან, ახალი თამაშის წესების ამოქმედება სექტორში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელს შეუწყობს.  სწორედ ამას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციტივით შემუშავდა და ახლა მისი უწყებათაშორისი განხილვები აქტიურ ფაზაშია შესული. ავტოსადგურების რეგულირების მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც და ამბობს, რომ ავტოსადგურების ფუნქციონირება დღეს დერეგულირებულია. თავად ბაზრის მოთამაშეები და სფეროს ექსპერტები კი კანონის მოკლე ვადებში მიღებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ბაზარზე სრული ქაოსია, რეგისტრირებული ავტოსადგურების გვერდის ავლით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს კი სისტემური ხასიათი აქვს. 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსების და ავტობუსების მხოლოდ 15 პროცენტი გადის ტექინსპექტირებას. მგზავრები გადაჰყავს ავტოტრანსპორტს, რომელიც დიდი ალბათობით არის ტექნიკურად გაუმართავი. ეს არის ძალიან სერიოზული შინაარსის და სიღრმის პრობლემა და დაუყოვნებლივ არის უკვე საჭირო რეფორმის გატარება. ეს უნდა შეეხოს როგორც მოქმედ სადგურებს, ასევე ე.წ თვითორგანიზებულ რაღაც ჯგუფებს, სადგურებს, საიდანაც გადიან ე.წ ხიშნიკი მძღოლები, რომელებიც საერთოდ არანაირ ლოგიკას, ან წესს არ ექვემდებარებიან“, - ამბობს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, მოუწესრიგებელი მგზავრთა გადაყვანა აზარალებს როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. არსებული ინფორმაციით, არარეგისტრიებული გადამზიდავებისგან ბიუჯეტს, დაახლოებით, 50 მილიონ ლარზე მეტი აკლდება. ავტოსადგურებში ამბობენ, რომ არასერთიფიცირებული გადამყვანები, წლის განმავლობაში, იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც რეგისტრირებული ავტოსადგურები, თუმცა ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან.

შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეგულირების ინიციატივაზე ქვეყანაში, ბოლო წლებია, აქტიურად საუბრობენ, თუმცა რეფორმა, რომელიც საქალაქთაშორისო მიმოსვლას მოაწესრიგებს და ბაზრის მოთამაშეების ლიცენზირებას ითვალისწინებს, უკვე არაერთხელ გადავადდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022