საზოგადოება
17/06/2021

"აჭარა ჯგუფს" 150-ზე მეტი ვაკანსია აქვს – კომპანია დასაქმების ფორუმს გამართავს

150-ზე მეტი ახალი ვაკანსია საქართველოში დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. "აჭარა ჯგუფი" პარასკევს, 18 ივნისს, 13:00 საათზე თბილისის დედა ენის ბაღში დასაქმების მასშტაბურ ფორუმს გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების მაძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ აჭარა ჯგუფში შემავალი დაწესებულებების - Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Kokhta, Stamba Hotel, Fabrika, Lolita, Holiday Inn Tbilisi - მომსახურების სფეროს ვაკანსიებს, გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს და მიიღონ დასაქმების კონკრეტული წინადადებები.

„აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმის ფარგლებში დამატებით 150-ზე მეტ ადამიანს ვთავაზობთ ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმების შესაძლებლობას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და თანამშრომლების უწყვეტ კარიერულ წინსვლაზე. როგორც სტუმარმასპინძლობის ლიდერი კომპანია, აჭარა ჯგუფი ქმნის თანამშრომელზე მორგებულ ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს.” - ანი დაბრუნდაშვილი, "აჭარა ჯგუფის" დირექტორი.

აჭარა ჯგუფი, სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით აფართოებს სამუშაო საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს  და მოქალაქეებს სისტემატურად შესთავაზებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობებს. აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას, გააძლიერებს საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესაძლებლობებს და საქართველოს მეტი სტუმრის მოზიდვაში შეუწყობს ხელს.

"აჭარა ჯგუფი" ლიდერი ქართული ბრენდების შემქნელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში უმსხვილესი კონკურენტუნარიანი დამსაქმებელია. კომპანია სამ მიმართულებას აერთიანებს: სტუმარმასპინძლობა, მშენებლობა და პროექტების განვითარება, სოფლის მეურნეობა. "აჭარა ჯგუფის" ინოვაციურ, ინკლუზიურ და ეკოლოგიურად მდგრად პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

ტენდენციების დამამკვიდრებელი სასტუმროების, მრავალფუნქციური სივრცეების, რესტორნების, ბარების, სამეწარმეო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების შექმნისა და განვითარებისთვის "აჭარა ჯგუფმა" მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მონიშნა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023