ფოტო: gatesnotes
საზოგადოება
21/11/2021

10 ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში

მსოფლიოში მრავალი წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი ეპიდემიის საფრთხეს კაცობრიობისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. როგორც კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემია აჩვენებს, ეპიდემიები ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება ჩვენს თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, დიდი ხნით ადრე არსებობდა. 

alltopeverything-მა წარმოადგენა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და მომაკვდინებელი ეპიდემიები, ასევე მათგან გამოწვეული სიკვდილიანობის სავარაუდო რაოდენობა. 

  1. პირველ ადგილზეა შავი ჭირი (Black Death Plague), რომელიც 1346 - 1353 წლებში იყო გავრცელებული და დაახლოებით 140 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ზოგიერთი შეფასებით დარუპულთა რიცხვი 200 მლნ–მდე აღწევს. შავი ჭირით თანამედროვე ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 დაიღუპა.
  1. Spanish Flu– ესპანური გრიპი 1918–დან 1920 წლამდე გრძელდებოდა, რომელმაც დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, არის მოსაზრება, რომ რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა ორჯერ მეტია. გრიპი თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდა და მსოფლიოს მოსახლეობის 27% დაინფიცირდა, პირველ რიგში: აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, დასავლეთ ევროპა, დასავლეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აზია, სამხრეთ ამერიკა.
  1. AIDS Pandemic– შიდსის პანდემია 1959 წლიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება. ამ დაავადებით მსოფლიოში 36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
  1. Plague of Justinian– იუსტინიანეს ჭირი 541–542 წლებით თარიღდება, რომლითაც დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი შეფასებით 50 მლნ. დაზარალდა ბიზანტიის იმპერია, განსაკუთრებით მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი და პრაქტიკულად ყველა რეგიონი ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ.
  1. Third Plague Pandemic – მესამე ჭირის პანდემია 1855–დან 1960 წლამდე გრძელდებოდა და ამ პერიოდში 22 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
  1. Cocoliztli Epidemic– კოკოლიზტლის ეპიდემია 1545–1548 წწ პერიოდს მოიცავს. ეპიდემიას 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე მეტად დაზარალდა თანამედროვე მექსიკა და გვატემალა.
  1. Aztec Smallpox Epidemic – აცტეკების ჩუტყვავილას ეპიდემია 1520 წლიდან დაიწო, რომელიც მუდმივი მცირე აფეთქებებით 1951 წლამდე მთელ ლათინურ ამერიკაში გაგრძელდა და საერთო ჯამში, დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
  1. Antonine Plague– ანტონინის ჭირი 165–180 წლით თარიღდება, რომელსაც 5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, ზოგიერთი შეფასებით 8 მლნ. ჭირმა ყველაზე მეტად დააზარალა რომის იმპერია, განსაკუთრებით თავად რომი, სადაც მოსახლეობის 1/3 დაიღუპა.
  1. Asian Flu – აზიური გრიპი 1956–და 1958 წლამდე გრძელდებოდა, დაიღუპა 3 მილიონი ადამიანი. გრიპმა მძიმე გავლება იქონია ჩინეთზე, ჰონგ კონგზე, სინგაპურზე, ხოლო უფრო მცირე ხარისხით აშშ–სა და ევროპაზე.
  1. Persian Plague– სპარსული ჭირი 1772–1773 წლებში იყო გავრცელებული და ამ ჭირით დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაიღუპა.