სტარტაპი
09/05/2022

სტარტაპი Lisa's Creams საერთაშორისო კონკურსი Investors Pitch Finale 2022–ის ფინალისტია

სტარტაპი Lisa's creams საერთაშორისო კონკურსი Investors Pitch Finale 2022-ის ფინალისტია. 

ქართული კოსმეტიკური ბრენდის დამფუნებელი ლიზა ზაზაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ Investors Pitch Finale 2022-მა 8 ქვეყნიდან 23 მეწარმე ქალი შეარჩია, მათ შორის Lisa's cream.

"2021 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველმა რეგიონულმა ღონისძიებამ "ქალი მეწარმეების ექსპო" რეგიონის ასობით ქალი, გლობალური კომპანიები და ინვესტორები ერთად შეკრიბა. ღონისძიების მიზანი საქმიანი კავშირების დამყარება და ბიზნესის გაძლიერება იყო. ამ ღონისძიების ჩატარების შემდეგ ჩვენი ბიზნეს გეგმები წარვადგინეთ, ხოლო მათ 8 ქვეყნიდან 23 მეწარმე ქალი შეარჩიეს.

2022 წელს მეწარმეებს შანსი გვქონდა წარმოგვედგინა საკუთარი პროდუქტი, სერვისი, ბიზნეს გეგმები და ინვესტორთან ერთად საკუთარი წარმოების ზრდა დაგვეგეგმა. ბიზნეს გეგმა გაწერილი გვაქვს, ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას და ვაპირებთ ონლაინ გაყიდვების გარდა გადავინაცვლოთ მაღაზიებში. ასევე გვსურს საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია."–ამბობს, ლიზა ზაზაძე.

მისივე თქმით, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა სტარტაპს ცოდნის შეძენაში და ახალი კავშირების დამყარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს 100% ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, როგორიციაა: დღისა და ღამის დამატენიანებელი, მკვებავი, ნაოჭების  საწინააღმდეგო საცხი, lifting კრემი, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები, თვალის კრემი, თმის ცვენის საწინააღმდეგო ზეთი, ჰიალურონის შრატი და კოსმეტიკური კრემ-საპონი

კომპანია კრემებისა და სხვადასხვა თავის მოვლის საშუალების დასამზადებლად ბუნებრივი ცხიმების გარდა, თაფლის სანთელს, კოლაგენს, 24 k Gold ოქროს ფირფიტებს და სხვადასხვა შრატებს თუ ვიტამინებს იყენებს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან 25 მეწარმე ქალს შანსი ქონდა თავისი ბიზნესგეგმა ბიზნესმენთა ჟიურისა და ინვესტორთა პანელის წინაშე წარედგინა.  Investors Pitch Finale 2022–ის ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისისა და Kagider-Türkiye Kadın Girişimciler Derneği-ის მიერ, როგორც ქალთა მეწარმეობის აქსელერატორის ინიციატივის ნაწილი, Mary Kay Global-ის მხარდაჭერით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023