სტარტაპი
15/09/2023

HALO-მ ხის აქსესუარების წარმოება დაიწყო - როგორია სტარტაპის სამომავლო გეგმები

HALO მომხმარებელს განსხვავებული ტექნოლოგიით და მასალით დამზადებულ ხელნაკეთ დეკორატიულ აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც მისაღები ოთახის სარკეებს, ასევე სააბაზანოსა და სამზარეულოს ინტერიერისთვის განკუთვნილ ნამუშევრებს მოიცავს, Რაც თავის მხრივ 15 სახეობის პროდუქციას აერთიანებს.

როგორც კომპნიაში აცხადებენ, ამ დროის განმავლობაში მომხმარებლებისგან ჩნდებოდა ინიციატივა ტალღის ეფექტით მაგიდების და კედლის საათების დამზადების. თუმცა,  რადგან  არ ჰქონდათ მასიურ ხესთან მუშაობის გამოცდილება მომხმარებლებისთვის უარის თქმა უწევდათ.

"დღეისთვის ჩვენ უკვე გუნდში დავემატა ორი ადამიანი და დავიწყეთ მასიური ხის კედლის საათების, საკიდების და მაგიდების წარმოება. ამ ეტაპზე მუშაობის პროცესს ვაგრძელებთ სახელოსნო სივრცეში, სადაც გუნდის ახალ წევრებთან ერთად ვქმნით პროდუქციას და ჩვენი მიზნებისთვის საჭირო სტრატეგიებს შევიმუშავებთ.

სფერო რომელშიც ვოპერირებთ ძალიან მრავალფეროვანი, ორიგინალური და რაც მთავარია განსხვავებული და მოთხოვნადია. ინტერიერის დიზაინის ტენდენციები მუდმივად იცვლება და მეტი აქცენტი ბუნებრივ ფერებზე, ტროპიკულ ინტერიერზე, მეტ სიმწვანეზე, განსხვავებულ მასალებსა და მატერიებზე კეთდება. ჩვენი პროდუქცია მიზანმიმართულია წინა პლანზე წამოწიოს ინტერიერში ემოციური ნაწილი და ნებისმიერი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე ნათელი და ბუნებრივი ფერებით აავსოს,"-ამბობს Halo-ს თანადამფუძნებელი ანა ერემეიშვილი.

ამასთან, კომპანიის მიზანია წარმოების გაზრდა და ინტერიერის დიზაინის სფეროში პოზიციონირება.

"ამავდროულად, ჩვენს მომხმარებლებს ზღვა ემოციის მიღებას ვპირდებით, ჩვენი პროდუქციის როგორც საკუთარი მიზნით გამოყენებისას, ისე საყვარელი ადამიანის გახარებისას. შემდეგ ეტაპად მოვიაზრებთ ავეჯის კუთხით განვითარებას და სხვადასხვა ზედაპირების დამზადებას. გარდა ამისა არსებული ხაზების გამრავალფეროვნებას."-აღნიშნავს ანა ერემეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Halo 2021 წელს შეიქმნა.  თავდაპირველად წარმოების პროცესი სარკის ხაზის მიმართულებით დაიწყეს, Რაც მისაღები ოთახის დეკორატიულ სარკეებს და მაცივრის მინი სარკე მაგნიტებს მოიცავდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022