საზოგადოება
13/08/2021

პრემიერი: ე.წ. ლოქდაუნი არ არის გონივრული გამოსავალი, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსოფლიოში მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. ე.წ. ლოქდაუნი გონივრული გამოსავალი არ არის. თუმცა, ყველა იყენებს წერტილოვან შეზღუდვებს, რასაც საქართველომაც მიმართა. 

პრემიერის თქმით, შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან დაწესდება, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. 

შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით მან მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

“არავინ აღარ იყენებს ე.წ. ლოქდაუნს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეულაციებს, რაც ჩვენც დავიწყეთ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი, ეს არის დროებითი გამოსავალი, 1, 2 და 3 თვის, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება. ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილებს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს და მეორეს მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა. დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები“,- განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023