საზოგადოება
03/11/2021

ლევან გოფოძე: ადამიანებო, მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ ვაქცინაცია სიკეთეა?

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა. მისი განმარტებით, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში  მძიმე შემთხვევების რაოდენობამ მოიკლოს.   

„აცრების ყველაზე დიდი ბენეფიტი იქნება ის, რომ მძიმე შემთხვევა ცოტა გვექნება, შესაბამისად, ამის ფონზე შემცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა. 49 გარდაცვლილი დღეში, საქართველოსთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 70 ადამიანი მიწევს რეანიმაციაში და აქედან არცერთია აცრილი. წარმოგიდგენიათ, ერთი საავადმყოფოსთვის რამხელა რიცხვია? ადამიანებო, მეტი რითი დაგიმტკიცოთ, რომ ვაქცინაცია სიკეთეა? ამ დროს მყავს 90 წლის ადამიანი, რომელიც ვაქცინირებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ,“ - აცხადებს გოფოძე.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6024  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49  პაციენტი.

"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023