საზოგადოება
15/07/2021

გიორგი კაკაურიძე: დამატებითი შეზღუდვების ასაცილებლად პანდემია ეფექტურად უნდა ვმართოთ

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც 446 მლნ ლარი მიემართება პანდემიის საპასუხო ღონისძიებებს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა, შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეების მკურნალობის, ტესტირების, პირადი დაცვის საშუალებებისა და ვაქცინაციისთვის რესურსი ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს. 

მისი თქმით, პანდემია ეფექტურად უნდა იმართოს, რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევი შეზღუდვები აღარ დაწესდეს.  

“პანდემია არსად გამქრალა. სამწუხაროდ ბოლო 1 კვირაა კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების როგორც მკურნალობის, ასევე ტესტების, პირადი დაცვის საშუალებების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის რესურსი სრულყოფილად იყოს ასახული ბიუჯეტში, რათა შევძლოთ პანდემიის ეფექტურად მართვა იმისათვის, რომ იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევი შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესატან პროექტზე მსჯელობენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023