ფინანსები
20/10/2021

რატომ ვირჩევთ ციფრულ ვალუტას - კობა გვენეტაძის განმარტება

კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექონოლოგიების მნიშვნელობა და ის ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობაზე მიანიშნებს, - ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე სებ-ის პრეზიდენტმა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაზე ისაუბრა.

"მსოფლიო ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას და გამოდის იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, ჩვენ უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ შეგვიძლია სამომავლოდ გავზარდოთ ეკონომიკის გამძლეობა.

კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექონოლოგიების მნიშვნელობა. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ზრდა უსვამს ხაზს ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობას, ციფრული ეკონომიკის უკეთ მომსახურებისთვის და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ამასთან, CBDC - ის დანერგვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსურ ჩართულობას, გაზარდოს კონკურენცია საგადახდო პროვაიდერებს შორის, ასევე, გააუმჯობესოს ფინანსებთან წვდომა და გაზარდოს ფისკალური სისტემის ეფექტურობა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა მიათითა იმ რისკებზეც, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას თან ახლავს და კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. 

შეგახსნებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის გამოშვების გეგმაზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა

როგორც "ბიზნესპარტნიორი" წერდა, ციფრული ლარის პროექტი მალე განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. მარეგულირებელმა ბაზრის შესაძლებლობების შესწავლა თითქმის დაასრულა. ციფრული ვალუტის შექმნის იდეით კი 80-მდე ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა.

CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC - ს მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC - ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023