ფინანსები
22/02/2023

კრედიტინფოს ბაზას ფულადი გზავნილები დაემატა

ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან  საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ერთი წლის მანძილზე უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული  ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა.  

ინფორმაცია ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:

 

  • ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
  • გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
  • განაღდების თარიღი;
  • მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
  • მიმღების მოქალაქეობა;
  • თანხის ოდენობა;
  • ვალუტა.

აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.

"ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას. გზავნილებიდან მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ასახვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაკრედიტების პროცესის გამარტივებას. შესაბამისად, გაზრდის მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023