ფინანსები
03/12/2021

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია: სადაზღვევო სექტორში მოგების უფრო მეტად შემცირებას ველოდი

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძე სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების მიზეზებს „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს.

მისი შეფასებით, ბაზარი არ იზრდება. მათ შორის, არ არის მზარდი კორპორატიული ბაზარი, საცალო გაყიდვების კუთხით კი ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს და თუ ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიაშია, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, ეს კი ბარიერს ქმნის.

„დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა სტატისტიკურად ერთი და იგივეა, პრაქტიკულად, დაზღვევა პოპულარული არ არის, რადგან ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო  დაზღვევა ამ დრომდე არ  ამოქმედებულა. კორპორატიული ბაზარი რჩება იგივე დონეზე, ახალი კომპანიები, ახალი ბიზნესები ნაკლებად იქმნება.

რაც შეეხება არსებულ პორტფელებს, ფასები არ იზრდება. სახელმწიფო, რომელიც არის შემსყიდველი ცდილობს შეამციროს ფასი და არ გაზარდოს. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიების მოგება ასე შემცირებულიყო. მე უფრო მეტ შემცირებას ველოდი,“-აცხადებს კობახიძე.

მისივე განცხადებით,  კოვიდ პანდემიამ სადაზღვევო ინდურსტრიას თავისი დაღი დაასვა. კერძოდ, ისეთმა ბიზნესებმა (სასტუმრო, რესტორნები და ასე შემდეგ, სრულიად HoReCa-ს სექტორი), რომლებიც კოვიდის ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდა, შეამცირეს სადაზღვევო პრემიები.

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო  დაზღვევა, რადგან საქართველო  ამ მხრივ მსოფლიოში ერთადერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.

„ევროკავშირიც ამაზე ძალიან ბევრი წელია მიგვითითებს, ასოცირების ხელშეკრულებითაც ვალდებულები ვართ. გარდა ამისა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა  იფლანგება ავტომანქანების მიერ დაზიანებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის ანაზღაურებაზე. როგორც კი ეს დაიწყება, იმედი გვაქვს, რომ საცალო ბაზარი ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს.

ასევე ველით, რომ დასტაბულურდება პოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური განვითარება იქნება მეტნაკლებად პროგნოზირებადი, განხორციელდება ახალი ინვესტიციები და გაგვეზრდება კორპორატიული კლიენტების რაოდენობა,“ - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების წმინდა მოგება 14%-ითაა შემცირებული. 10 თვეში 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 39,5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023