ენერგეტიკა
28/02/2021

პროსუმერების რაოდენობის ზრდა ელექტროსისტემისთვის გამოწვევა ხდება

პროსუმერების რაოდენობის ზრდა ელექტროსისტემისთვის გამოწვევა ხდება.

„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიით მომარაგების ავტონომიური სისტემების ზრდის საპასუხო ნაბიჯების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგანაც სულ უფრო იზრდება იმ საწარმოების, კომპანიების თუ მოსახლეთა რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ შექმნან ელექტროენერგიით მომარაგების ავტონომიური სისტემა და დაუკავშირონ ის გამანაწილებელ და გადამცემ ქსელს.

„არასაკმარისი სარეზერვო სიმძლავრის შემთხვევაში, სისტემაში შეიძლება წარმოიქმნას სიმძლავრის დიდი დეფიციტი და შესაბამისად ავარიული სიტუაციის განვითარების საფრთხე. მეორე მხრივ, განაწილების ქსელები, რომლებიც ჩვეულებრივ დაპროექტებული იყო, რომ მაღალი ძაბვის (სისტემის) მხრიდან სიმძლავრე თავიანთი ქსელით მიეწოდებინათ საბოლოო მომხმარებლამდე, შეიძლება აღმოჩნდნენ სიტუაციაში, როდესაც სიმძლავრის მიწოდება მოუწევთ „მომხმარებლებიდან“ გადამცემი ქსელისკენ. ეს შეიძლება გახდეს მაღალი ძაბვებისა და დანაკარგების ზრდის გამომწვევი მიზეზი“,  - ნათქვამია საქართველოს გადამცემი ქსელის 10 წლიან გეგმაში.

გეგმაში საუბარია პრობლემის გადაჭრის გზებზეც. კერძოდ, საჭიროა დეცენტრალიზებული მომხმარებლების რიცხვის ზუსტი აღრიცხვა, შესაბამისად გადაიარაღება გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ქსელების, სისტემაში საკმარისი სარეზერვო წყაროების მშენებლობა ან ამ რეზერვის იმპორტით უზრუნველყოფა, სასისტემო ავტომატიკის გაწყობა და ბოლოს პროსუმერებისთვის შემნახველი ბატარეების ოპტიმალური პარამეტრების მოთხოვნა.

ენერგიის შემნახველი სადგურების მშენებლობა, როგორც ჩანს სულ უფრო აქტიურად დგება დღის წესრიგში, მათ შორის ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების და შემნახველი ბატარეების. ასეთი სადგურები უზრუნველყოფენ მოხმარების გრაფიკის გათანაბრებას, ასევე გაზრდილი პიკური მოხმარების დაფარვის შესაძლებლობას, ენერგოსისტემის დაბალანსებას, როგორც ჭარბი მოხმარების (მაღალი პიკები, გენერაციის დაკარგვა), ასევე ჭარბი გენერაციის (ქარის უეცარი ამოვარდნა, მოხმარების დაკარგვა).

სააკუმულატორო ბატარეების მონტაჟი შეიძლება იყოს გადაწყვეტა ძლიერ ცვალებადი მომხმარებლების ქსელში ინტეგრირებისათვის.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023