ეკონომიკა
02/04/2022

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის - საბჭომ დეტალებზე იმსჯელა

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით - დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელეს.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტებზე.

როგორც ცნობილია, მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მიმდინარეობაზეც იმსჯელეს. პრემიერის თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გააქტიურების მექანიზმებზე, ძირითადად განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო კურორტების პრივატიზების დაჩქარებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს, რაც ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023