ეკონომიკა
19/05/2021

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება - ბოლო აუქციონის შედეგები

სახელმწიფომ  17-18 მაისს გამართულ აუქციონზე ყველაზე ძვირად, 11 125 000 ლარად მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთი გაყიდა. სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი გია გორგოშაძე  გახდა.

„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ბოლო აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაიყიდა.

11 035 000 ლარი - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მფლობელი  შპს „ქანდა აგრიქალჩერი“ გახდა.

3 905 000 ლარად შპს „გოფრატარამ“  თბილისში, ვანის ქუჩა N1-ს მიმდებარედ  11 286 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა შეიძინა.

3 115 000 ლარად  შპს „ალფამ” თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა იყიდა.

3 006 3000 ლარად სს „დე ჯგუფმა” ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა.

2 525 000 ლარად ნონა ჭანტურიამ  თბილისში, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ არსებული 45437.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები შეიძინა.

აუქციონში მონაწილეობდა შპს „ასკანელი აგრო“,რომელმაც მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 871 000 ლარად  შეიძინა.

1 750 000 ლარად გაიყიდა ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის მფლობელი დავით კოსტავა გახდა.

ქუთაისში, გამსახურდიას გამზირ N84ა-ში მდებარე 31253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 1 728 000 ლარად შპს  არტ-ინვესტმა” იყიდა.

1 702 000 ლარად თბილისში, ქიზიყის ქ. N63-ში არსებული 38178 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა. ობიექტის მფლობელი შპს „მოდერნ ჰაუს დეველოპმენტი“ გახდა.

სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 17-18 მაისს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა 72 835 000. საწყისი ფასი 39 207 800 ლარით იყო განსაზღვრული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023