ბიზნესი
04/11/2021

ტაქსი 200-200: "მწვანე ბარათის" ამოქმედებისთვის საჭირო თანხები მთავრობამ უნდა გამოყოს

ტაქსის კომპანია 200-200-ის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ მთავრობამ „მწვანე ბარათების“ ამოქმედების გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა, მისთვის უცნობი და ბუნდოვანია, როგორი იქნება კონტროლის მექანიზმები.

„მწვანე ბარათის ამოქმედებას რა თქმა უნდა ვეთანხმებით, დაცული იქნება მძღოლი, მომხმარებელი და ეს სიტუაციის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

როდესაც მანქანა გამოძახებაზე მიდის, მომხმარებელი ამბობს, რომ აქვს მწვანე ბარათი და ამ დროს, აღმოჩნდება, რომ ტყუის, ასეთ დროს რა ხდება? შესაბამისად, თავად მთავრობამ უნდა მოიფიქროს, როგორ მოხდება ამის გაკონტროლება.

რაც შეეხება ხარჯებს, ისედაც დაზარალებულ  სექტორს, რომელიც ძლივს სუნთაქვს, ინვესტირების საშუალება არ აქვს. ამიტომ, ამ კუთხით ფინანსები მთავრობამ უნდა გამოყოს. ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია, სულ რომ გაჩერდეს ტაქსი და მხოლოდ სასურსათო მაღაზიები დარჩეს, მაინც გასაკეთებელია, ხალხი უნდა გადარჩეს, აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი და ეს ბევრს გაცნობიერებული არ აქვს,“ - აცხადებს ხოფერია.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5206  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53  პაციენტი.

"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023