ბიზნესი
09/03/2021

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობაზე მერიამ 7.3 მლნ-იანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერია რუსთაველის გამზირისა და მთწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებელ კომპანიას ეძებს.

7.3 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ამ თანხის ფარგლებში კომპანიამ რუსთაველის გამზირზე მდებარე ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია ევალება, ამავდროულად მთაწმინდის პლატოზე ახალი ზედა სადგური და  ახალი ანძებისთვის 5 ერთეული ფუნდამენტი უნდა მოაწყოს.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ძველი ქვედა სადგურის შენობის ელიფსური ფორმის ნაწილი შენარჩუნება. ეს 3 სართულიანი შენობა  გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. ამასთან, ქვედა სადგურის შენარჩუნებულ ელიფსურ ნაწილს ახალი შენობა მიშენდება.

გამარჯვებულმა კომპანია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს. 

როგორც ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში, ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საბაგირო გზა მანძილის 4 წუთში დაფარვას შეეძლებს და საათში 1100  ადამიანის გადაიყვანს. მთლიანი პროექტის ღირებულებად მაშინ მერმა 50 მლნ ლარი დაასახელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023