ბიზნესი
17/05/2021

გურამ ბაღდოშვილი: კარგია, რომ რესტორნიდან სტუმრის გაშვება 20:00 საათზე არ მოგვიწევს

სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და  აცხადებს, რომ მთავრობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა აქამდე უნდა შეეცვალა. ასევე გადასახედი იყო კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მუშაობაზე დაწესებული რეგულაციაც.

„ტურისტების ძალიან დიდი ნაკადია ჩამოსული, განსაკუთრებული აქტივობაა დუბაიდან და უკრაინიდან. აქედან გამომდინარე, 21:00 საათზე სასტუმროში ჯდომა ცოტა უხერხული იყო. რაც შეეხება ეფექტს, სარესტორნო ბიზნესისთვის ყველაზე დატვირთული დრო 20:00-23:00 საათამდეა, ეს არის ვახშამის პერიოდი. ამიტომ დადებით ეფექტს ველოდებით.

რაც თქმა უნდა, აზრი არ ჰქონდა შიდა სივცრეების შაბათ-კვირას დაკეტვას. ეს დღეები თავიდანვე თავისუფალი უნდა ყოფილიყო. კარგია რომ შერბილდა და სამწუხაროა, რომ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ეკონომიკას ეს შერბილება აუცილებლად დაეხმარება. მე მაგალითად, 30-მდე თანამშრომელი მყავს და მათ შენახვაზე ვარ წელიწადი და 5 თვეა. უშუალოდ ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის, რა თქმა უნდა დადებითია, რომ შეგიძლია მიიღო სტუმარი და 20:00 საათზე არ გაუშვა.

დადებითია ისიც, რომ ქალაქში საცობი იწყებოდა 18:00 საათიდან და 21:00 საათამდე გრძელდებოდა, რეგულაციებიდან გამომდინარე, ე.წ კომენდანტის საათს კი ნახევარი მილიონი ადამიანი არღვევდა. ვერ ასწრებდნენ ფიზიკურად სახლში მისვლას.

ერთიანად ყველა რეგულაციის მოხსნა არ შეიძლება. საკუთარი დაკვირვებით კი მგონია, რომ ხალხი ძალიან მოეშვა,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა და ის 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.  რეგულაცია უკვე დღეიდან შემსუბუქდება. გარდა ამისა, 22 მაისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023