ბიზნესი
21/10/2021

"ჩიკორი" დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის ბაზარზეც გაიყიდება

ჩირისა და წასახემსებლების მწარმოებელი კომპანია "ქარელის ხილი", რომელიც პროდუქციას "ჩიკორის" ბრენდით აწარმოებს, საექსპორტო ქვეყნების რიცხვს აფართოებს. 

როგორც „ბიზნესპარტნორს“ "სინერჯი კაპიტალში” („ქარელის ხილი“ "სინერჯის" პორტფელური კომპანიაა) განუცხადეს,  წლის ბოლომდე  „ჩიკორს“ დაგეგმილი აქვს  მინიმუმ დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბაზრებზე შევიდეს.

„ჩიკორის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე გადის და წარმატებით იყიდება იაპონიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში (ლიდლის ქსელში). წელს "ჩიკორის" ბრენდით პროდუქცია უკვე გავიდა უკრაინაში, კატარსა და ისრაელში.

ჩიკორი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განახლებული ვერსია დანერგა.

„ჩიკორის“ ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელმა კომპანია „ქარელის ხილი“ ადგილობრივი ფერმერების წახალისება დაიწყო.

შეგახსენებთ, ჩირის მწარმოებელი კომპანიამ ადგილობრივი ფერმერების წახალისებაც დაიწყო. ამ მიმართულებით ადგილობრივ მეურნეობებთან უკვე წარმატებით თანამშრომლობს ხურმის ჩირზე, უახლოეს მომავალში კი სხვა გამომშრალი ხილის ჩაბარებასაც (ქლიავი, ვაშლი, ლეღვი და სხვა) გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023