ბიზნესი
05/11/2021

Beauty Studio: "მწვანე ბარათების" ამოქმედება სალონებში მომხმარებელთა აქტივობას შეამცირებს

სილამაზის სალონი Beauty Studio-ს დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ "მწვანე ბარათების" ამოქმედება მნიშვნელოვანია.

როგორც ის "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ეს მნიშვნელოვანია კომპანიის უსაფრთხოებისთვისაც.

„კომპანიის თანამშრომლების 90% აცრილია, თუმცა, ინიციატივა კარგი იქნება, რადგან ქვეყანაში პროცესები უკვე უკონტროლოდ ხორციელდება. ამ დროისთვის უცნობია როგორ როგორ მოხდება  აღსრულება ან რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,“ - აცხადებს პავლიაშვილი.

მისივე განცხადებით, "მწვანე ბარათების“ ამოქმედებამ შესაძლოა სალონებში მომხმარებელთა აქტივობა საწყის ეტაპზე შეამაციროს, თუმცა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. 

"მწვანე ბარათებზე" მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023