ზელენსკი: ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს
ვლადიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთი თხოვნით მიმართა დასავლელ მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის თავდასხმა.
უკრაინის პრეზედენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს მარტო უწევთ ქვეყბის დაცვა.
"დღეს დილით ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გუშინდელივით, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს", - თქვა ზელენსკიმ გამოსვლაში, რომლითაც ქვეყნის მოქალქეებს მიმართა.
"საკმარისი იყო რუსეთისთვის გუშინდელი სანქციები? ჩვენ გვესმის ჩვენს ცაში და ვხედავთ ჩვენს დედამიწაზე, რომ ეს არ იყო საკმარისი," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს 137 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. დაშავებულია 316 ადამიანი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის რუსეთის ნომერ პირველი სამიზნეა..
"უკრაინა არ შეწყვეტს თავდაცვას," - განაცხადა ზელენსკიმ.