მსოფლიო
23/02/2021

Wizz Air-ის ავტომატიზებული სისტემით თანხის დაბრუნება ერთი კვირის ვადაშია შესაძლებელი

Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი მწვანე ავიაკომპანია, აცხადებს, რომ ავტომატიზირებული თანხის დაბრუნების პროცესი, მოთხოვნების 95%-ს ერთ კვირაში ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ თანხის დაბრუნების ავტომატიზებული პროცესი 2020 წლის მაისში, COVID-19 პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გაუქმებების უპრეცედენტო მასშტაბის მოსაგვარებლად წამოიწყო.

Wizz Air-ს 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით თანხის დაბრუნების მოთხოვნა 3000%-ით გაიზარდა.

ავტომატიზებული პროცესი ნიშნავს, რომ მგზავრებისთვის, რომელთა ფრენებიც გაუქმდა, მომხმარებლის მიერ არჩეული ვარიანტის საფუძველზე, Wizz Air ავტომატურად დააბრუნებს ავიაკომპანიის კრედიტში თავდაპირველი საფასურის 120%-ს, ან მგზავრებს აძლევს საშუალებას აირჩიონ 100%-ით ნაღდი ფულის დაბრუნების შესაძლებლობა მათი თავდაპირველი გადახდის მეთოდი. ასევე, ავიაკომპანია მომხმარებლებს უფასო დაჯავშნის შესაძლებლობასაც სთავაზობს. მგზავრებს შეუძლიათ მარტივად მოითხოვონ თანხის დაბრუნება, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით Wizz Air პირად ანგარიშზე wizzair.com-ზე ან ელექტრონული ფოსტით მიღებული ბმულის საშუალებით.

Wizz Air ყოველთვის მოუწოდებს მომხმარებლებს, მგზავრობა პირდაპირ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით დაჯავშნონ, რათა თანხის დაბრუნება შეიძლება რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. როდესაც დაჯავშნა ხდება სხვადასხვა ონლაინ სამგზავრო პლატფორმების საშუალებით, Wizz Air- ს არ შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს მგზავრს და აცნობოს თანხის დაბრუნების შესაბამისი ვარიანტების შესახებ, რადგან ჯავშნის მფლობელი არის არა მგზავრი, არამედ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შეიძინა ბილეთები. შედეგად კომპენსაცია შეიძლება გადაიდოს. მგზავრებს, რომლებმაც შეუკვეთეს ბილეთები ონლაინ სამოგზაურო დაჯავშნის პლატფორმების საშუალებით, არ რჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა ჯავშნის მფლობელის ქმედებებს გათვალისწინებისა. სამოგზაურო ჯავშნის თითოეულ ონლაინ პლატფორმას აქვს ანაზღაურების მოთხოვნის განხილვის სხვადასხვა გზა, თუმცა ეს Wizz Air-ის გავლენისა და კონტროლის მიღმაა.

დამატებითი დაცვის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ დამატებითი Wizz Flex მომსახურება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს გააუქმონ ფრენა გამგზავრებამდე 3 საათით ადრე ყოველგვარი გადასახადის გარეშე და მიიღონ თავდაპირველი საფასურის 100% დაუყოვნებლივ ანაზღაურებული ავიაკომპანიის კრედიტით, ასევე შეუზღუდავად შეცვან თარიღები და მარშრუტებიც კი.

Wizz Air-ში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება, სწორედ ამიტომ, პანდემიის დროს გაუქმებული ფრენების თანხის დაბრუნების პროცესის ავტომატიზირებას დიდი რესურსი დავუთმეთ. ევროპის სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, ეს პროცესი უფრო მოსახერხებელია მგზავრისთვუს იმ შემთხვევაში, თუ მათი ფრენა გაუქმდება, რადგან ის უზრუნველყოფს, რომ დაზარალებულებულმა მომხმარებლებმა თანხა რაც შეიძება სწრაფად დაიბრუნონ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში ვამუშავებთ ფულადი თანხის დაბრუნების მოთხოვნების 95% -ს და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნვასა და თანხის მაქსიმალურად შეუფერხებლად დაბრუნებას, რათა მომხმარებლებმა კიდევ ერთხელ შეძლონ მოგზაურობა“, განაცხადა Wizz Air-ის სამომხმარებლო მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ჟუჟა პუსიმ.

Businesspartner