ვიქტორია ნულანდი: პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანელ მოკავშირეებთან მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებ გრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე პასუხი რუსეთს უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.
მან აღნიშნა, რომ აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის შეთავაზებებზე პასუხი ჩამოაყალიბა ცალკეულ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, მათ შორის უკრაინასთან, ნატო-ს წევრებთან და ეუთო-ს წევრ პარტნიორებთან.
პრესბრიფინგზე ვიქტორია ნულანდს ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი შეიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.
„მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტს, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა.
ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის შეთავაზებებს შეისწავლის და მოლაპარაკებებს დაუბრუნდება.
„თუ პრეზიდენტი პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
მისი თქმით, რუსეთმა აშშ-ის განუცხადა, რომ ვაშინგტონის პასუხის შესასწავლად დრო სჭირდება.
„ასე რომ, ბურთი მათ მოედანზეა“, – თქვა ნულანდმა.
energynews.ge