მსოფლიო
18/03/2020

ვარდნა საერთაშორისო ბირჟებზე – შავი ოქროს ფასი 27 დოლარს ქვემოთ დაეცა

18 მარტი ისტორიაში გლობალურ ბირჟებზე ვარდნის გამოც შევა.

დღის განმავლობაში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 26.97 დოლარამდე დაეცა, რაც 2003 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

თბილისის დროით, 18:04 საათზე, 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 27.03 დოლარი იყო. ვარდნა 95%-ია.

ევროპულმა საფონდო ინდექსებმა ვაჭრობა ასევე ვარდნით დაიწყეს – 17 საათისთვის ვარდნა 4%-ს შეადგენდა.

ასევე 4-5%-იანი ვარდნით დაიწყო ვაჭრობა ამერიკულ ბირჟებზეც. 9%-ზე მეტად დაეცა რუსული ინდექსი РТС.

ბირჟებზე ვარდნა ახალ კორონავირუსს და მის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ეკონომიკის სტიმულირება დაანონსეს, არსებული ნეგატიური მოლოდინების შემცირება ვერ მოხდა.

Businesspartner