მსოფლიო
25/02/2022
უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკარინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცახდა, - უკარინის პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
განკარგულების თანახად, საყოველთაო მობილიზაცია, რომლის ფარგლებში ყველა წვევამდელსა და რეზერვისტს იწვევენ, განხორციელდება განკარგულების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში.
განკარგულებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საერთო მობილიზაციისთვის საჭირო ყველა ზომა, მათ შორის უზრუნველყოს დაფინანსება.
ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.