ფოტო: EyePress News/REX/Shutterstock
მსოფლიო
20/04/2022

უკრაინაში დანგრეული საავადმყოფოების აღდგენას $0.5 მლრდ დასჭირდება

რუსეთის არმიის მიერ განადგურებული 36 საავადმყოფოს აღდგენას, წინასწარი გათვლებით, 13 მილიარდამდე გრივნა (დღევანდელი კურსით, 431 მილიონი დოლარი) დასჭირდება.

ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

„როგორ შეიძლება, შემთხვევით დააზიანო 326 დაწესებულება და 36 გაანადგურო? არსებობს მარიუპოლის სამშობიაროს დამომბვის ფოტოები და ამას თუ ვინმემ შეიძლება შემთხვევითობა უწოდოს, მე ამის თქმა არ შემიძლია. ესაა კონკრეტული დაწესებულების მიზანმიმართული დაბომბვა,“ – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე უკრაინის განათლების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის განათლების სისტემას 5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენეს. სრულადაა განადგურებული 91 საგანმანათლებლო დაწესებულება, 923 კი დაზიანდა.

jandacva.ge