მსოფლიო
24/02/2022
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
უკრაინის პრეზიდენმა ახლახანს განცხადება გააკეთა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს დილა ისტორიაში შევიდა და დღეს უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
"უკრაინა არ დათმობს ათავისუფლებას, უკრაინას უფლება აქვს ამაყად იცხოვროს საკუთარ ტერიტორიაზე. დღეს დილით რუსეთი ვერაგულად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ. რუსეთის სახელმწიფო დგას ბოროტების მხარეს."– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.