მსოფლიო
16/03/2022
უკრაინა ომმა 565 მლრდ დოლარით დააზარალა
უკრაინის მთავრობამ რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური დანაკარგები დაითვალა.
მთავრობის გათვლებით, უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას 565 მლრდ დოლარი დასჭირდება.
"წინასწარი გათვლებით, უკრაინის პირდაპირმა დანაკარგებმა 565 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს ის თანხაა, რაც ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას დასჭირდება და რომლის მიღებასაც ჩვენი პარტნიორებისა და რუსეთის მიერ გადახდილი რეპატრიაცისს შედეგად ველით", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, უკრაინა იმუშავებს რომ რუსეთის ქონება და ფინანსური საშუალებები საზღვარგარეთ დაყადაღდგეს.