მსოფლიო
20/05/2022

Twitter–ი დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკას აძლიერებს

Twitter-მა განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი შეტყობინებები იმოქმედებს იმ Tweet–ების მიღმა, რომელიც გავრცელებული იქნება ოფიციალური ანგარიშებიდან უკრაინის ომის შესახებ.

როგორც BBC–ი წერს, რუსეთ–უკრაინის ომმა დეზინფორმაციის ახალი ტალღა გამოიწვია, რასაც მოჰყვა სოციალური მედიის პლატფორმის რეაგირება.

Twitter-მა თქვა, რომ პრობლემური პოსტების მაგალითები მოიცავდა ცრუ ან შეცდომაში შემყვან ბრალდებებს ომის, საერთაშორისო რეაგირების შესახებ და ბრალდებებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომპანიამ განცხადებით, ინფორმაციის სანდოობის დასადგენად მრავალ წყაროს დაეყრდნობა.

Twitter-მა უკვე შეიზღუდა 300-ზე მეტი რუსული სამთავრობო ანგარიში, მათ შორის პრეზიდენტი პუტინის.

კომპანიის ახალი "კრიზისული" პოლიტიკის მიხედვით, მომხმარებლებს მოეთხოვებათ დააწკაპუნონ გამაფრთხილებელ შეტყობინებაზე და Twitter გათიშავს იმ კონკრეტული კონტენტის მოწონების, გაზიარების გადატვირთვის შესაძლებლობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა ორიენტირებულია საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტზე, ჩვენ ვგეგმავთ პოლიტიკის განახლებას და გაფართოებას."– განაცხადა Twitter-ის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ბლოგ-პოსტში.