მსოფლიო
04/05/2022

Twitter-ი ბიზნეს და სამთავრობო მომხმარებლებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს

Twitter-ის ბიზნეს და სამთავრობო მომხმარებლებს შესაძლოა გადასახადის გადახდა მოუწიოთ, რათა დარჩნენ სოციალური მედიის პლატფორმაზე და გამოიყენონ ის, – ამის შესახებ ილონ მასკმა განაცხადა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Twitter-ის საბჭო დათანხმდა მასკის $44 მლრდ–ის შეთავაზებას პლატფორმის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მასკმა ასევე განაცხადა, რომ Twitter-ი ყოველთვის უფასო იქნება სხვა დანარჩენი მომხმარებლებისთვის.– – წერს, BBC-ი.