მსოფლიო
28/04/2022

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა და ახლა მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც კრიპტოვალუტა კანონიერი გადახდის საშუალებად მიიღო.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის გამოყენების ლეგალიზებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (CAR) იმედოვნებს, რომ ინვეტიციებს მოიზიდავს. 

"მისი გამოყენება გაამარტივებს ფულადი გზავნილების გადარიცხვას, რაც ზოგჯერ შეიძლება სირთულეს წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანაში"– განაცხადა ალბერტ მოკპემემ, პრეზიდენტ ტუადერას სპიკერმა.