მსოფლიო
28/09/2021

TotalEnergies: ნავთობზე მოთხოვნილება პიკს ვადაზე ადრე მიაღწევს

ფრანგულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა TotalEnergies SE–მმა  მსოფლიოში "ნავთობის ეპოქის" დასასრული იწინასწარმეტყველა.

წიაღისეულ საწვავზე გლობალური მოთხოვნილება პიკს მიაღწევს დროზე ადრე კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის ფონზე და ბევრი ქვეყნის მიერ ეკოლოგიურად მავნე ენერგიის წყაროების უარყოფის ფონზე, - განაცხადეს კომპანიაში.

TotalEnergies-ი მიიჩნევს, რომ ნავთობზე მოთხოვნილება შემცირდება მსხვილი კომპანიების დაპირებების ფონზე, შეამცირონ ან მოახდინონ ნახშირორჟანგის გამოყოფის კომპენსირება მომდევნო ათწლეულში. ინვესტიციები მზისა და ქარის ენერგიაში  საუკუნის შუა პერიოდში უნდა გაიზარდოს.

Businesspartner