მსოფლიო
02/05/2023

Tinder-ის მფლობელი Match Group-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

Tinder-ის მფლობელი Match Group რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ აცხადებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, გაცნობის ონლაინ აპლიკაცია, ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის მოტივით, რუსეთიდან 30 ივნისამდე გასვლის პირობას დებს.

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ადამიანის უფლებები. ჩვენი ბრენდები უკვე იღებენ ზომებს რუსეთში მათ სერვისებზე წვდომის შესაზღუდად. რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესი2023 წლის 30 ივნისამდე დასრულდება.“ -  ნათქვამია Match-ის ორშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

ცნობისთვის, ევროპულმა საპოლიციო სააგენტო ევროპოლმა სექტემბერში განაცხადა, რომ გაცნობის აპლიკაციები იყო იმ ონლაინ პლატფორმებს შორის, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის მიზნით ცალკეული პირების მიერაა „დაპყრობილი“, რითაც ევროპოლმა ყურადღება უკრაინელი ლტოლვილების გასაჭირზე გაამახვილა.