მსოფლიო
27/01/2022

Tesla წელს გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის

ილონ მასკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla–ს გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზრდება.  

როგორც BBC წერს, 2021 წელს Tesla-ს გაყიდვები 71%-ით, $53.8 მლრდ-მდე გაიზარდა და კომპანიამ მომხმარებელს 936 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა. შესაბამისად, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ წელს რეკორდული $5.5 მლრდ-ის მოგება მიიღო.

"2021 წელი იყო გარღვევა Tesla-სთვის და ზოგადად ელექტრო მანქანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდით მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებს მთელი წლის განმავლობაში, მაინც მოვახერხეთ მზარდი მაჩვენებლებით დაგვესრულებინა წელი. თუმცა ეს პრობლემა 2022-შიც გაგრძელდება," – თქვა ილონ მასკმა.

ასევე მასკის გეგმაა, ახალ ლოკაციებზე ახალი ქარხნების აშენება და მომავალში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მეშვეობით, სრულად თვითმართვადი მანქანების წარდენა, რომელიც კომპანიის მომგებიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

 

Businesspartner